მიწოდების პირობები:
• შენაძენის მიწოდება რომელიც შეკვეთილია 15:00-მდე, ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში მიწოდება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში
• თბილისში მიწოდება უფასოა, ხოლო რეგიონში მიწოდება დგინდება ტვირთის წონისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
• შეკვეთის გატანა შესაძლბელია ანგარიშსწორების შემდეგ, მისამართიდან ქ. თბილისი ს. თაყაიშვილის 37
• მიწოდების დღეები (ორშაბათი - პარასკევი) 10:00-19:00
• სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე, შაბათი 11:00-დან 17:00-მდე
საგარანტიო მომსახურების პირობები:
• ყველა პროდუქტს აქვს მინიმუმ 12 თვიანი გარანტია, რომლის ათვლა გაყიდვის დღიდან ხდება.
• გარკვეულ პროდუქციას აქვს 12 თვეზე მეტი გარანტია რომელიც დაფიქსირებული იქნება პროდუქტის აღწერის გვერდზე
• საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პროდუქტის წარმოდგენა სქაინეთ დისტრიბიუშენის სერვის ცენტრში.
• სქაინეთ დისტრიბიუშენი უზრუნველყოფს გარანტიის მოქმედების ქვეშ მყოფი პროდუქტების შეკეთებას ან შეცვლას.
• საგარანტიო პროდუქტის შემოწმება და შეკეთება ან ახლით შეცვლა მოხდება მაქსიმუმ 45 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ვადაში ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
გარანტია არ ვრცელდება, თუ:
• პროდუქტი მექანიკურადაა დაზიანებული;
• პროდუქტი დაზიანებულია გარე ზემოქმედების გამო;
• პროდუქტი დაზიანებულია არასწორი ინსტალაციის გამო;
• პროდუქტი დაზიანებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო;
• პროდუქტი გახსნილია მომხმარებლის მიერ;
• პროდუქტზე არ იკითხება სერიული ნომერი;
• პროდუქტი დაზიანებულია მესამე მხარის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამო;
• რაიმე სახით შეცვლილია პროდუქტის ქარხნული იერსახე (გაკეთებული აქვს წარწერა, შეღებილია, გახვრეტილია და ა.შ.);
• სტანდარტებთან შეუსაბამო დამიწების არარსებობის შემთხვევაში, ისეთ მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს, როგორიც არის: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის ინვერტორები, მზის პანელები, გარე გამოყენების WiFi და სხვა ისეთი მოწყობილობები, რომლის ექსპლუატაციაც მოითხოვს დამიწების აუცილებლობას.
სერვის-ცენტრის მისამართი:
თბილისი, ც. დადიანის 7ბ ,,ტექსერვისი’’
სამუშაო დღეები და დრო: ორშაბათი-შაბათი; 10.00-19.00 სთ.