მიწოდება და მონტაჟი
1. ზოგადი დებულებები
შპს „სქაინეთ დისტრიბიუშენ“ უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებასა და მონტაჟს საქართველოს მასშტაბით. წინამდებარე პირობები არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს ნასყიდობისა და მომსახურების პროცესში.
2. მიწოდების ვადები და ღირებულება
თბილისი: შეკვეთიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
რეგიონები: 3–5 სამუშაო დღე.
მიწოდების საფასური: განისაზღვრება შეკვეთის მოცულობისა და ლოკაციის მიხედვით (თუ სხვა რამ არ არის მითითებული აქციის პირობებში).
ფორსმაჟორი: კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვადების გადაცილებაზე, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (გზების ჩაკეტვა, მეტეოროლოგიური პირობები და ა.შ.) პირობებში.
3. პროდუქციის მიღება-ჩაბარება
3.1. მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით ვიზუალურად დაათვალიეროს ნივთი. 3.2. ვიზუალური დაზიანება: ხელმოწერა მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე (ან ელექტრონულ დასტურზე) ნიშნავს, რომ ნივთს არ აქვს მექანიკური დაზიანება. შემდგომი პრეტენზიები ვიზუალურ დეფექტებზე არ განიხილება. 3.3. ფარული დეფექტი: თუ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რომელიც ვიზუალურად არ ჩანდა, მოქმედებს საგარანტიო პირობები. 3.4. განმეორებითი მიწოდება: არასწორი მისამართის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტი ფასიანია.
4. სართულზე ატანა
სტანდარტული მიწოდება გულისხმობს ნივთის მიტანას შენობის შესასვლელამდე.
სართულზე ატანა უფასოა მხოლოდ მოქმედი ლიფტის არსებობისას.
მძიმე და გაბარიტული ტვირთი: (მაგ: სერვერული კარადები, დიდი მოცულობის UPS) სართულზე ატანის პირობები თანხმდება წინასწარ, ინდივიდუალური ტარიფით.
5. მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება
5.1. მონტაჟი ხორციელდება წინასწარი დათვალიერებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. 5.2. მომხმარებლის ვალდებულება: მონტაჟის დაწყებამდე მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში წვდომა, ელექტროენერგიის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში — ინტერნეტ-კავშირი. 5.3. ვადები: მცირე პროექტების მონტაჟი სრულდება 10–15 სამუშაო დღეში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5.4. სამუშაოს დასრულება დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.
6. ხელშეკრულებიდან გასვლა
მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელი განუსაზღვრავს კომპანიას დამატებით გონივრულ ვადას (არანაკლებ 2 სამუშაო დღისა). ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.