MYDEPO, მაიდეპო, mydepoge, mydepo, ge

მიწოდება და გარანტია

მიწოდების პირობები:
შენაძენის მიწოდება რომელიც შეკვეთილია 15:00-მდე, ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში მიწოდება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში
თბილისში მიწოდება უფასოა, ხოლო რეგიონში მიწოდება დგინდება ტვირთის წონისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
შეკვეთის გატანა შესაძლბელია  ანგარიშსწორების შემდეგ, მისამართიდან ქ. თბილისი ს. თაყაიშვილის 37
მიწოდების დღეები (ორშაბათი  - პარასკევი) 10:00-19:00
სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე, შაბათი 11:00-დან 17:00-მდე

საგარანტიო მომსახურების პირობები:
ყველა პროდუქტს აქვს მინიმუმ 12 თვიანი გარანტია, რომლის ათვლა გაყიდვის დღიდან ხდება. 
გარკვეულ პროდუქციას აქვს 12 თვეზე მეტი გარანტია რომელიც დაფიქსირებული იქნება პროდუქტის აღწერის გვერდზე
საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პროდუქტის წარმოდგენა სქაინეთ დისტრიბიუშენის სერვის ცენტრში.
სქაინეთ დისტრიბიუშენი უზრუნველყოფს გარანტიის მოქმედების ქვეშ მყოფი პროდუქტების შეკეთებას ან შეცვლას.
საგარანტიო პროდუქტის შემოწმება და შეკეთება ან ახლით შეცვლა მოხდება მაქსიმუმ 45 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ვადაში ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
გარანტია არ ვრცელდება, თუ:
პროდუქტი მექანიკურადაა დაზიანებული;
პროდუქტი დაზიანებულია გარე ზემოქმედების გამო;
პროდუქტი დაზიანებულია არასწორი ინსტალაციის გამო;
პროდუქტი დაზიანებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო;
პროდუქტი გახსნილია მომხმარებლის მიერ;
პროდუქტზე არ იკითხება სერიული ნომერი;
პროდუქტი დაზიანებულია მესამე მხარის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამო;
რაიმე სახით შეცვლილია პროდუქტის ქარხნული იერსახე (გაკეთებული აქვს წარწერა, შეღებილია, გახვრეტილია და ა.შ.);
სტანდარტებთან შეუსაბამო დამიწების არარსებობის შემთხვევაში, ისეთ მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს, როგორიც არის: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის ინვერტორები, მზის პანელები, გარე გამოყენების WiFi და სხვა ისეთი მოწყობილობები, რომლის ექსპლუატაციაც მოითხოვს დამიწების აუცილებლობას.
სერვის-ცენტრის მისამართი: 
თბილისი, ც. დადიანის 7ბ ,,ტექსერვისი’’ 
სამუშაო დღეები და დრო: ორშაბათი-შაბათი;  10.00-19.00 სთ.