ბიზნესის მფლობელებისთვის და HR მენეჯერებისთვის დროის კონტროლი ხშირად რუტინულ დავალებად აღქმება. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ შრომის დროის აღრიცხვა (Time & Attendance) პირდაპირ კავშირშია კომპანიის ფინანსურ მდგრადობასთან. ხელით წარმოებული ჟურნალები ან Excel-ის ცხრილები ხშირად ხდება „ფინანსური გაჟონვის“ მიზეზი. MYDEPO-ს საინჟინრო გუნდი ნერგავს ავტომატიზებულ ბიომეტრიულ სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ წესრიგს ამყარებენ, არამედ რეალურ ფულად დანაზოგს ქმნიან.
1 ფარული ხარჯების აღმოფხვრა
როდესაც აღრიცხვა ხელით ხდება, მცირე გადაცდომები (5-10 წუთი დაგვიანება ან ნაადრევი გასვლა) შეუმჩნეველი რჩება. თუმცა, თუ ამას გავამრავლებთ თანამშრომლების რაოდენობასა და წლიურ სამუშაო დღეებზე, მივიღებთ კოლოსალურ თანხას, რომელსაც კომპანია არარსებულ სამუშაო საათებში იხდის. ავტომატიზებული სისტემა წამიერი სიზუსტით აფიქსირებს ყოველ შესვლა-გამოსვლას.
გრაფიკი: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ავტომატიზაციის შემდეგ
2 "Buddy Punching"-ის პრევენცია
Buddy Punching — ეს არის პრაქტიკა, როდესაც ერთი თანამშრომელი მეორის ნაცვლად ახდენს იდენტიფიკაციას (ბარათის გატარებას). ბიომეტრიული სისტემები (სახის ამოცნობა ან თითის ანაბეჭდი) ამ რისკს ნულამდე ამცირებს. თქვენ იხდით მხოლოდ იმაში, ვინც რეალურად იმყოფება სამუშაო ადგილზე.
შეუძლებელია მონაცემების გაყალბება ან სხვის ნაცვლად „დაფიქსირება“, რაც ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
სისტემა ავტომატურად აგენერირებს რეპორტებს, რაც ბუღალტერიას ართმევს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას.
HR დეპარტამენტი ზოგავს კვირაში 5-10 საათს, რომელსაც ადრე ხელით აღრიცხვასა და გადამოწმებას უთმობდა.
მნიშვნელოვანია: შრომის დროის აღრიცხვის სისტემა არ არის მხოლოდ კონტროლის მექანიზმი — ეს არის სამართლიანი გარემოს შექმნის ინსტრუმენტი, სადაც მოტივირებული თანამშრომელი ხედავს, რომ მისი ზეგანაკვეთური შრომა ზუსტად ფასდება.
3 შესაბამისობა კანონმდებლობასთან (№101 დადგენილება)
საქართველოში მოქმედი რეგულაციები ავალდებულებს კომპანიებს, აწარმოონ სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა. MYDEPO-ს მიერ დანერგილი სისტემები სრულად პასუხობს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნებს, რაც აზღვევს ბიზნესს შესაძლო საჯარიმო სანქციებისგან.
- რეალური დროის მონიტორინგი: მენეჯერს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს, ვინ იმყოფება ობიექტზე.
- ავტომატური რეპორტინგი: Excel-ში ექსპორტი ერთი ღილაკით, ბუღალტრული პროგრამების (მაგ: 1C) ინტეგრაციის შესაძლებლობით.
- მოქნილობა: მუშაობს როგორც მცირე ოფისებზე, ისე მრავალათასიან ქარხნებსა და საწარმოებზე.
FAQ: დროის აღრიცხვა და დანაზოგი
პასუხები ყველაზე ხშირ ფინანსურ და ტექნიკურ კითხვებზე